Friday, July 8, 2011

რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული ენა

უცხო ენის ცოდნა წინაპირობაა საერთაშორისო პროფესიული კარიერისათვის. გერმანული ენა გიხსნით გზას გერმანული უნივერსიტეტებისკენ, რომლებსაც დიდი ხნის ტრადიციები გააჩნიათ სოციალურ, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და ასევე გიხსნით გზას კვლევებისა და მუშაობის შესაძლებლობებისკენ აღნიშნულ სფეროებში.

პროგრესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში მოითხოვს მრავალენოვან კომუნიკაციას. ბევრი მნივნელოვანი ვებგვერდი გერმანულ ენაზეა შექმნილი, ყოველი მეათე წიგნი მსოფლიოში გერმანულ ენაზე იბეჭდება. გერმანული ენის ცოდნა უდიდეს შესაძელებლობას იძლევა ინფორმაციების მიღების თვალსაზრისით.





გერმანული ენა ასი მილიონი ევროპელის მშობლიური ენაა, არამარტო გერმანიაში, არამედ ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და ლიხტეშტეინში. ტურისტები ამ ქვეყნებიდან მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ - ასევე საქართველოშიც სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი. გერმანული ენის ცოდნა კარგი ინვესტიციაა მათთვის, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს. გერმანული ენის ცოდნით თქვენ შეძლებთ გაეცნოთ გერმანულენოვან ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა კულტურას, ტრადიციებს, სურვილებს და ოცნებებს.

  გერმანული პოეტთა და მოაზროვნეთა ენაა. გერმანული კლასიკური ლიტერატურა და პირველ რიგში, ფილოსოფია მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კანტის თუ ჰეგელის, გოეთესა თუ შილერის ნაწარმოებების წაკითხვისთვის გერმანული ენა მთავარი ფაქტორია. შეიგრძენით ოროგინალის გემო.
  გერმანიას აქვს კლასიკური მუსიკის მდიდარი ტრადიცია, ჰყავს ისეთი კომპოზიორები, როგოიცაა ბეთჰოვენი, ბახი, ვაგნერი. გარდა ამისა იგი მსოფლიოში წამყვანი ორკესრების სამშობლოა. გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი საოპერო და დრამატული თეატრი და საკონცერტო დარბაზია.

წიგნების გამოცემის მხრივ გერმანია ამჟამად მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მსოფლიოში ყოველი მეათე წიგნი გერმანულ ენაზე იბეჭდება. გერმანული ფირმა ”ბერტელსმანი” მსოფლიოს უდიდესი გამომცემელია, ხოლო ფრანკფურტის წიგნების გამოფენა ყველაზე დიდია მსოფლიოში.





გერმანია მსოფლიოში მესამე ადგილზეა კინოპროდუქციის მხრივ. ბერლინალე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალია მსოფლიოში.




გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში და მსოფლიო ბაზრის ლიდერი ქარის, მზის და ასევე ბიოტექნოლოგიების წარმოებაში.

მხოლოდ ნობელის პრემიის 100-ზე მეტი ლაურეატი ქიმიის, მედიცინის, ფიზიკის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გერმანული ენის და გერმანიის მნიშვნელოვან ადგილს მეცნიერებასა და კულტურაში.

გერმანული, ინგლისურის შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული ენაა ინტერნეტში. გერმანიას მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ვებგვერდები აქვს ერთ სულ მოსახლეზე.



ევროკავშირში მცხოვრებთა 24%-ისთის გერმანული მშობლიური ენაა.

38% ყველა ევროპელისა მეორე სასაუბრო ენად გერმანულს იყენებს.

      გერმანია სტუდენტებისთვის პოპულარობით მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა. აქ უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის მრავალი სტიპენდია და გრანტი გაიცემა.
     200.000 უცხოელი სტუდენტი გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლობს, რაც გერმანიაში სტუდენტების საერთო რაოდენობის 10%-ია.

ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 2500 ქართველი სტუდენტი სწავლობს.