Saturday, July 16, 2011

გერმანული ენის სკოლა ბერლინში

სასწავლო პროცესი
- 20 გაკვეთილი კვირაში
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9:00-დან  12:00-მდე. 
- გერმანულის ცოდნის დონე:  ყველა დონე.
-   ერთთვიანი კურსის დასაწყისი:
01.08-25.08,  05.09 -29.09 , 03.10 – 27.10,  31.10 – 24.11,  28.11 – 16.12 (სამი კვირა)
- სტუდენტების ასაკი: 16+
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-12 სტუდენტი.


სწავლის ღირებულება დაბინავებასთან ერთად
     სკოლა გთავაზობთ მხოლოდ ერთ თვიან კურსს.

            ერთ თვიანი კურსი + ბინა საუზმის გარეშე - 605,- ევრო (+50,- ევრო ზაფხულის სეზონზე);
            ერთ თვიანი კურსი + ბინა საუზმით  - 670,- ევრო (+50,- ევრო ზაფხულის სეზონზე);


    სასწავლო მასალები 15-დან 18,- ევრომდე + კოპირება 1-3 ევრო.


  დაბინავება

მასპინძელ ოჯახში ან სტუდენტურ სასტუმროში.

დაბინავების ღირებულება შედის კურსის ღირებულებაში.



სააგენტოს მომსახურება შეადგენს 100,- ევროს.

Friday, July 8, 2011

გერმანული ენის სკოლა მიუნხენში















სასწავლო პროცესი
- 20 გაკვეთილი კვირაში
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9:00-დან  12:00-მდე.
- გერმანულის ცოდნის დონე:  ყველა დონე.
-   ერთთვიანი კურსის დასაწყისი:
01.08-25.08,  05.09 -29.09 , 04.10 – 27.10,  31.10 – 24.11,  28.11 – 19.12 (სამი კვირა)
- სტუდენტების ასაკი: 16+
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-12 სტუდენტი.

















სწავლის ღირებულება დაბინავებასთან ერთად
     სკოლა გთავაზობთ მხოლოდ ერთ თვიან კურსს.

            ერთ თვიანი კურსი+ბინა საუზმის გარეშე - 1000,- ევრო;
            ერთ თვიანი კურსი+ბინა საუზმით  - 1075,- ევრო;

    სასწავლო მასალები 15-დან 23,50 ევრომდე + კოპირება 1-3 ევრო.



დაბინავება

მასპინძელ ოჯახში ან სტუდენტური სასტუმრო.

დაბინავების ღირებულება შედის კურსის ღირებულებაში.
















სააგენტოს მომსახურება შეადგენს 100,- ევროს.








გერმანული ენის სკოლა მიუნხენში, ქალაქის ცენტრში


სასწავლო პროცესი
-         20 გაკვეთილი კვირაში   
* ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9:00-დან  12:30-მდე.
-         გერმანულის ცოდნის დონე:  ყველა დონე.
-         კურსის დასაწყისი: ყოველ ორშაბათს.
* დამწყებთათვის კურსი იწყება შემდეგ რიცხვებში: 16/08, 12/09, 10/10, 07/11.
-         სტუდენტების ასაკი: 16+
-         ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-12 სტუდენტი
-    სასწავლო მასალები უფასოა.


სწავლის ღირებულება
                 2 კვირა  390,- ევრო;
                 3 კვირა  570,- ევრო;
                 4 კვირა  750,- ევრო.
                      6 კვირა  1080,- ევრო.












დაბინავება
ა) მასპინძელ ოჯახში:
      ორი სტუდენტი ერთ ოთახში საუზმით -  160,- ევრო/კვირაში.
      საკუთარი ოთახი საუზმით - 200,- ევრო/კვირაში;
ბ) სტუდენტების  ბინა:
      ორი სტუდენტი ერთ ოთახში   -  140,- ევრო/კვირაში.
      საკუთარი ოთახი  - 180,- ევრო/კვირაში;
გ) სტუდენტების  ბინა პლუსი:
            (აქვთ სარეცხის და ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ინტერნეტი)
      ორი სტუდენტი ერთ ოთახში   -  170,- ევრო/კვირაში.
      საკუთარი ოთახი  - 210,- ევრო/კვირაში;
დ) საკუთარი ბინა (სტუდიო):
       ერთ-ოთახიანი ბინა სამზარეულოთი - 200,- ევრო/კვირაში;
       მეორე ადამიანის დამატებითი ხარჯი -  +80,- ევრო კვირაში.


სააგენტოს მომსახურება შეადგენს 100,- ევროს.






გერმანული ენის სკოლა მიუნხენში, ზენდლინგერ ტორზე



სასწავლო პროცესი
- 20 გაკვეთილი კვირაში
* ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9:00-დან  12:30-მდე.
-   გერმანულის ცოდნის დონე:  ყველა დონე.
-   კურსის დასაწყისი: ყოველ ორშაბათს.
* დამწყებთათვის კურსი იწყება შემდეგ რიცხვებში: 15/08, 03/10, 01/11, 26/12.
-   სტუდენტების ასაკი: 16+
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-12 სტუდენტი.




სწავლის ღირებულება
1. კურსი: 2 კვირა  395,- ევრო;
                 3 კვირა  570,- ევრო;
                 4 კვირა  745,- ევრო.


2. სასწავლო მასალები: 60,- ევრო (კომპლექტში შედის: ერთი სასწავლო წიგნი, ერთი სამუშაო წიგნი, 2 აუდიო CD და ერთი CD-ROM სასწავლო პროგრამით).


დაბინავება


ა) მასპინძელ ოჯახში:
      საკუთარი ოთახი, საუზმით - 205,- ევრო/კვირაში;
      საკუთარი ოთახი, 2-ჯერადი კვებით - 285,- ევრო/კვირაში;
      ორი სტუდენტი ერთ ოთახში საუზმით -  185,- ევრო/კვირაში;
ბ) სასტუმრო სახლი (სკოლიდან 35-40 წუთის დაშრებით):
      საკუთარი ოთახი კვების გარეშე - 190,- ევრო/კვირაში;
      საკუთარი ოთახი საუზმით   -  260,- ევრო/კვირაში.
გ) ახალგაზრდული ჰოსტელი (ქალაქის ცენტრში):
      საკუთარი ოთახი კვების გარეშე - 350,- ევრო/კვირაში;
      საკუთარი ოთახი საუზმით - 390,- ევრო/კვირაში.


სააგენტოს მომსახურება შეადგენს 100,- ევროს.










info

რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული ენა

უცხო ენის ცოდნა წინაპირობაა საერთაშორისო პროფესიული კარიერისათვის. გერმანული ენა გიხსნით გზას გერმანული უნივერსიტეტებისკენ, რომლებსაც დიდი ხნის ტრადიციები გააჩნიათ სოციალურ, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და ასევე გიხსნით გზას კვლევებისა და მუშაობის შესაძლებლობებისკენ აღნიშნულ სფეროებში.

პროგრესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში მოითხოვს მრავალენოვან კომუნიკაციას. ბევრი მნივნელოვანი ვებგვერდი გერმანულ ენაზეა შექმნილი, ყოველი მეათე წიგნი მსოფლიოში გერმანულ ენაზე იბეჭდება. გერმანული ენის ცოდნა უდიდეს შესაძელებლობას იძლევა ინფორმაციების მიღების თვალსაზრისით.





გერმანული ენა ასი მილიონი ევროპელის მშობლიური ენაა, არამარტო გერმანიაში, არამედ ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და ლიხტეშტეინში. ტურისტები ამ ქვეყნებიდან მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ - ასევე საქართველოშიც სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი. გერმანული ენის ცოდნა კარგი ინვესტიციაა მათთვის, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს. გერმანული ენის ცოდნით თქვენ შეძლებთ გაეცნოთ გერმანულენოვან ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა კულტურას, ტრადიციებს, სურვილებს და ოცნებებს.

  გერმანული პოეტთა და მოაზროვნეთა ენაა. გერმანული კლასიკური ლიტერატურა და პირველ რიგში, ფილოსოფია მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კანტის თუ ჰეგელის, გოეთესა თუ შილერის ნაწარმოებების წაკითხვისთვის გერმანული ენა მთავარი ფაქტორია. შეიგრძენით ოროგინალის გემო.
  გერმანიას აქვს კლასიკური მუსიკის მდიდარი ტრადიცია, ჰყავს ისეთი კომპოზიორები, როგოიცაა ბეთჰოვენი, ბახი, ვაგნერი. გარდა ამისა იგი მსოფლიოში წამყვანი ორკესრების სამშობლოა. გერმანიაში მსოფლიოში ყველაზე მეტი საოპერო და დრამატული თეატრი და საკონცერტო დარბაზია.

წიგნების გამოცემის მხრივ გერმანია ამჟამად მსოფლიოში მესამე ადგილზეა. მსოფლიოში ყოველი მეათე წიგნი გერმანულ ენაზე იბეჭდება. გერმანული ფირმა ”ბერტელსმანი” მსოფლიოს უდიდესი გამომცემელია, ხოლო ფრანკფურტის წიგნების გამოფენა ყველაზე დიდია მსოფლიოში.





გერმანია მსოფლიოში მესამე ადგილზეა კინოპროდუქციის მხრივ. ბერლინალე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინოფესტივალია მსოფლიოში.




გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში და მსოფლიო ბაზრის ლიდერი ქარის, მზის და ასევე ბიოტექნოლოგიების წარმოებაში.

მხოლოდ ნობელის პრემიის 100-ზე მეტი ლაურეატი ქიმიის, მედიცინის, ფიზიკის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გერმანული ენის და გერმანიის მნიშვნელოვან ადგილს მეცნიერებასა და კულტურაში.

გერმანული, ინგლისურის შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებული ენაა ინტერნეტში. გერმანიას მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ვებგვერდები აქვს ერთ სულ მოსახლეზე.



ევროკავშირში მცხოვრებთა 24%-ისთის გერმანული მშობლიური ენაა.

38% ყველა ევროპელისა მეორე სასაუბრო ენად გერმანულს იყენებს.

      გერმანია სტუდენტებისთვის პოპულარობით მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა. აქ უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის მრავალი სტიპენდია და გრანტი გაიცემა.
     200.000 უცხოელი სტუდენტი გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლობს, რაც გერმანიაში სტუდენტების საერთო რაოდენობის 10%-ია.

ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 2500 ქართველი სტუდენტი სწავლობს.

Sunday, July 3, 2011

მიუნხენის ყველაზე ცნობილი გერმანული ენის სკოლა

თუკი თქვენ გაქვთ სურვილი ისწავლოთ გერმანული ან გაიუმჯობესოთ გერმანულის ენის ცოდნა, ჩვენ გთავაზობთ გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ენის სკოლას ქალაქის ცენტრში.
რატომ უნდა აირჩიოთ ეს სკოლა? გაეცანით ზოგიერთ ფაქტს:

- გერმანულის სწავლების 100 წელზე მეტი გამოცდილება;
- ენის კურსები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე;
- მსოფლიოში აღიარებული ენის სწავლების საკუთარი მეთოდი;
- 345 სკოლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რომელიც მუშაობს ენის სწავლების ამ მეთოდით;
- მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები;
- ენის სასწავლი კურსების ფართო არჩევანი.


... და კიდევ მრავალი სხვა.


ხალისიანი სასწავლო გარემო
ჯგუფური მეცადინეობისას 
ჯგუფის მოცულობაა 5-10 მოსწავლე





საკუთარი კომპიუტერული კლასი და
ინტერნეტის დაფარვა სკოლის შენობაში

კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალით
სრულად უზრუნველყოფა

სკოლა გთავაზობთ დაბინავების სხვადასხვა საშუალებებს: დაწყებული მიუნხენის ერთ-ერთ გერმანულ ოჯახში ცხოვრებით და, სურვილის შემთხვევაში, საუკეთესო სასტუმროში გაჩერებით. ასევე შესაძლებელია სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება.
და როგორ შეიძლება იცხოვრო მიუნხენში და არ ეზიარო ბავარიის ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას - მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ლუდის ბარის სტუმრობა. განა შეიძლება ისე გერმანულის სწავლა? :-)