თუკი თქვენ გაქვთ სურვილი ისწავლოთ გერმანული ან გაიუმჯობესოთ გერმანულის ენის ცოდნა, ჩვენ გთავაზობთ გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ენის სკოლას ქალაქის ცენტრში.
რატომ უნდა აირჩიოთ ეს სკოლა? გაეცანით ზოგიერთ ფაქტს:

- გერმანულის სწავლების 100 წელზე მეტი გამოცდილება;
- ენის კურსები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე;
- მსოფლიოში აღიარებული ენის სწავლების საკუთარი მეთოდი;
- 345 სკოლა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რომელიც მუშაობს ენის სწავლების ამ მეთოდით;
- მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები;
- ენის სასწავლი კურსების ფართო არჩევანი.
... და კიდევ მრავალი სხვა.
 |
ხალისიანი სასწავლო გარემო |
 |
ჯგუფური მეცადინეობისას ჯგუფის მოცულობაა 5-10 მოსწავლე
|
 |
საკუთარი კომპიუტერული კლასი და
ინტერნეტის დაფარვა სკოლის შენობაში |
 |
კურსისთვის საჭირო სასწავლო მასალით
სრულად უზრუნველყოფა |

სკოლა გთავაზობთ დაბინავების სხვადასხვა საშუალებებს: დაწყებული მიუნხენის ერთ-ერთ გერმანულ ოჯახში ცხოვრებით და, სურვილის შემთხვევაში, საუკეთესო სასტუმროში გაჩერებით. ასევე შესაძლებელია სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრება.

და როგორ შეიძლება იცხოვრო მიუნხენში და არ ეზიარო ბავარიის ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას - მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ლუდის ბარის სტუმრობა. განა შეიძლება ისე გერმანულის სწავლა? :-)